logo
ENG



ავტოსაგზაო შემთხვევა ფანასკერტელის ქუჩაზე - დაშავებულია ერთი ადამიანი

08 აგვ 202022:50
3 წუთის საკითხავი
 
08aj8yle0r2h5u3.png

​თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ ადამიანს დაეჯახა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორმულას განუცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა